ღონისძიების თემა : მე მიყვარს საქართველო

ღონისძიების  მთავარი იდეა: მოსწავლეები შეისწავლიან,რომ 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა,ეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია ,რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო,მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ 26 მაისს,   ვინაიდან საქართველომ პირველად დამოუკიდებლობა მიიღო 1918 წლის 26 მაისს, მოახდენენ შესწავლილის ანალიზს.
ღონისძიების   აქტუალობა: ღონისძიების  საშუალებით მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საკითხებს,თუ რატომ ავღნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს.ისტ-ის საშუალებით  მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ ღონესძიების ჩატარების დროს.
ღონისძიების  მიზანი: მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება ,სხვადასხვა რესურსების გამოყენება ,მასალის მოძიება თემის ირგვლივ,ქართველი მწერლების გამოთქვამების დასწავლა ჩვენი ქვეყნის წარსულის ცოდნის აუცილებლობაზე, ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა,სლაიდზე და თვალსაჩინოებაზე მუშაობა.
მოსწავლეთა ასაკი:  9-10 წელი
ვადები ხანგრძლივობა: სამი კვირა
ღონისძიების ჩატარება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჩვენი წარსულის შესწავლას,წარსულის დასწვლითა და გაცნობით ჩამოუყალიბდებათ პატრიოტიზმი,შეისწავლიან სამშობლოს სიყვარულს ,დაისწავლიან ჩვენი სასიქადულო პოეტების ლექსებსა და ბრძნულ გამონათქვამებს,ისწავლიან და გაიხსენებენ საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას.
ღონისძიებისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,მობილური ტელეფონი,პროექტორი,დედა ისტორია,ჩვენი ქვეყნის ისტორიa, საკლასო ოთახის მოსართავი ფერადი ყვავილები ,საქართველოს ალმები,მაისურები წარწერით ,,მე მიყვარს საქართველო“.
საგანთაშორის კავშირი: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება, მუსიკა .
ღონისძიების ხელმძღვანელი: ქეთევან თეთრაძე
ქალაქ ბათუმის მე-11 საჯარო სკოლა
ელ.ფოსტა: qtetradze@gmail.com
გამოყენებული საიტები: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83
dgehttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1

maisi-damoukideblobis-dre1%83%A6%E1%83%94